რა უწინასწარმეტყველა ტარომ "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის 27 წლის მონაწილეს

დიმიტრი ლიპარტელიანი

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონი რამდენიმე დღეში იწყება. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე დიმიტრი ლიპარტელიანი იქნება.

დიმიტრი აფხაზეთიდან დევნილი, ტაროლოგი, მხატვარი და ფსიქოლოგია. დიმიტრი ლიპარტელიანი 27 წლისაა. ჰყავს 2 შვილი.

პროექტის დაწყებამდე „პრაიმტაიმი“ დიმიტრის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ  გაესაუბრა. 

დიმიტრი ტაროს შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თვითნასწავლია. 

„ტარო ჩემს ცხოვრებაში 2 წლის წინ გაჩნდა. არასდროს წამიკითხავს მის შესახებ არც ერთი წიგნი. როდესაც მე ადამიანთან ვჯდები და ურთიერთობას ვიწყებ ტაროთი, გაშლისთანავე, მის სულს ვხედავ და კარტი თავად მესაუბრება. ამ კუთხით არ ვმუშაობ, შემოსავალი არ მქონია, მაგრამ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ხშირად არის ზარი, რათა მოისმინონ, რასაც ვეტყვი“,- ამბობს დიმიტრი. 

მონაწილე იმის შესახებაც საუბრობს, თუ რა უთხრა ტარომ მას პროექტში შესვლაზე. 

„ტარო პროექტში შესვლაზე მეუბნება, რომ ძალიან დიდი წარმატება მელოდება. რაც შეეხება მოგებას. სიმართლე გითხრა, არ ვფიქრობ, რომ მაგ დონემდე მივალ. ტაროც არ ამბობს, რომ მოგებამდე მივალ, თუმცა, მოგებაზე მეტი იქნება ის ეტაპი, რასაც ამ პროექტში გავივლი“,- აღნიშნავს დიმიტრი.