"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
ქალთა საერთაშორისო დღისთვის Mattel-მა ქალების მეგობრობის შესახებ შეგვახსენა და იმ წყვილების თოჯინები შემოგვთავაზა, რომლებიც ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერენ — სწორედ ესაა მათი წარმატების გასაღებიც… უფრო ზუსტად, Role Model-ის სერიის ფარგლებში 10 თოჯინა შემოგვთავაზეს და ასე ხაზი გაუსვეს იმას, თუ როგორ უჭერენ ქალები ერთმანეთს მხარს სხვადასხვა ინდუსტრიაში.
აქ შეხვდებით აშშ-ის ოლიმპიური ტანვარჯიშის ჩემპიონებს ჯორდან ჩაილსსა და ჯეიდ კერის, რომელთა მეგობრობაც კარიერის მამოძრავებელი ძალა იყო. ბარბის თოჯინებსაც მათი მსგავსი სპორტული კოსტიუმები აცვიათ, რათა ჩემპიონების საკონკურსო ჩაცმულობა მოგვაგონოს. ასე კი პატივს მიაგებენ იმ თავდადებასა და დისციპლინას, რომელმაც გოგონები გამარჯვებამდე მიიყვანა.
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რაც გოგოს შეუძლია იარაღად გამოიყენოს, სხვა ქალების მხარდაჭერა და გამხნევებაა. რადგან ქალთა საერთაშორისო დღე ახლოვდება, Barbie ამაყად მიაგებს პატივს ლეგენდარულ მეგობარ ქალებს სხვადასხვა ინდუსტრიიდან. ჩვენ ვიცით, რომ ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული მეგობრობა ხელს უწყობს სოციალურ და პროფესიულ ზრდას, შესაბამისად, გოგონებს უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს“, - განმარტავს კრისტა ბერგერი, Barbie-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.