,,ოცნება ამიხდა" - კრის ჰემსვორტი ფილმში თორის საჯდომის გამოჩენაზე

თორი

მართალია, მარველის სამყაროს ფანების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სუპერგმირის - თორის შესახებ გადაღებული ახალი ფილმის საერთაშორისო პრემიერა ჯერ არ შემდგარა, მაგრამ უკვე ვიცით, რომ წინ ნამდვილად საინტერესო სანახაობა გველოდება, მათ შორის თორის შიშველი საჯდომის ხილვაც. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

კრის ჰემსვორტმა კომენტარი გააკეთა Thor: Love and Thunder-ის (თორი: სიყვარული და ქუხილი) იმ სცენაზე, რომელშიც მისი პერსონაჟი, ქუხილის ღმერთი თორი შიშველი ჩნდება. მსახიობმა მარველის ფილმში თავისი საჯდომის პირველად გამოჩენაზე იხუმრა და აღნიშნა, რომ პრობლემა სულაც არ იყო თავისი "დიდი დუნდულების" გამოჩენა.

„არ ვიცი, მე ისინი [დუნდულები] აქამდეც მინახავს, დიდი ამბავი", - თქვა მან.

 

 

 

ჰემსვორტმა ისიც დაამატა, რომ ამ სცენის გადაღება მისი დიდი ხნის ოცნება იყო:

„10 წელი დასჭირდა ამ სცენის გადაღებას. ეს ჩემი ოცნება იყო. როცა თორის როლი პირველად შევასრულე და მაისური გავიხადე, გავიფიქრე, რომ საჯდომის გამოჩენა სცენას უკეთეს გახდიდა. ათწლეულის შემდეგ კი ყველაფერი მართლაც ასე მოხდა", - განაცხადა კრის ჰემსვორტმა Variety-თან ინტერვიუში.