ოჰაიოში ქალი სხვის ბინაში შეიჭრა, ჭურჭელი დარეცხა და მიიმალა

ოჰაიო

ოჰაიოში დააკავეს ქალი, რომელიც სხვის სახლში შეიჭრა, ძაღლს მოეფერა და ჭურჭელი დარეცხა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

შერიფის ოფისში ზარი ძარცვასთან დაკავშირებით შევიდა. ადგილზე მისულმა სამართალდაცავებმა გაარკვიეს, რომ ბრალდებული პირი სახლში უკანა კარიდან მოხვდა, ის დივანზე ჩამოჯდა, შინაურ ცხოველს მოეფერა, ჭურჭელი დარეცხა და წავიდა.

სახლის მეპატრონემ პოლიციას განუცხადა, რომ ქალს არ იცნობდა და ის არასდროს მიუპატიჟებია სახლში. მისი თქმით, ქალი უცნაურად იქცეოდა და, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დაკავების შემდეგ ქალმა პოლიციას ყალბი სახელი და გვარი მიაწოდა და განუცხადა, რომ ორი დღეა, არ სძინებია..

ბრალდებული ოჰაიოს რეგიონალურ ციხეში გადაიყვანეს. გასათავისუფლებლად მას $10 000-ის გადახდა მოუწევს.