მოდელი არ ვარ და არც ვიქნები - სელენა გომესმა წონასთან დაკავშირებულ კრიტიკას უპასუხა

სელენა გომესი

სელენა გომესმა წონასთან დაკავშირებულ კრიტიკას უპასუხა და განმარტა, რომ წამლები, რომლებსაც სვამს წონის ცვლილებას იწვევს, მისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის ჯანმრთელობა იქნება. ახლახან მომღერალმა TikTok-ზე ფანებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურებიან, იმსახურებენ, რომ ზუსტად ისეთები უყვარდეთ ადამიანებს, როგორებიც არიან. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს . 

სელენა გომესს რამდენიმე წლის წინ თირკმელების ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც 2017 წელს თირკმლის გადანერგვა დასჭირდა. სელენამ მკურნალობის პროცესში წამლების მიღება დაიწყო, რომელთა გავლენით ვარსკვლავის წონა მუდმივად იცვლება. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი მაინც ხშირად აკრიტიკებს წონის მომატების გამო, რაზედაც მომღერალმა რამდენჯერმე უკვე გულახდილად ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, არის დღეები, როცა თავს საშინლად ვგრძნობთ, მაგრამ მირჩევნია, ჯანმრთელი ვიყო და ჩემს თავზე ვიზრუნო. ჩემი წამლები ჩემთვის მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ მეხმარება. მე არ ვარ მოდელი და არც ვიქნები. ვფიქრობ, მოდელები არაჩვეულებრივები არიან, არასწორად არ გამიგოთ, თუმცა მე ნამდვილად არ ვარ ერთ-ერთი მათგანი",- აღნიშნავს არტისტი.