მაროკოელი მიგრანტი ესპანეთში პარაპლანის გამოყენებით შეიპარა

პარაპლანი

მაროკოელი მიგრანტი ესპანეთში პარაპლანის გამოყენებით შეიპარა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

საზღვრის უკანონო კვეთის ეს უჩვეულო მეთოდი, ესპანეთის ქალაქ მელილიაში დაფიქსირდა. ადგილზე მისულ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, მხოლოდ გამოყენებული პარაპლანი დახვდათ, რომლის ყიდვაც, მათივე ვარაუდით სულ რაღაც 5.5 ფუნტ სტერლინგად არის შესაძლებელი.

სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით საზღვრის კვეთის მსგავსი მეთოდი მელილიაში პირველად დაფიქსირდა. გაბედული მიგრანტის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.