პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თუ ძირითადად ლიონელ მესის გატანილი გოლებისა და მიღწეული წარმატების გამო განვიხილავთ, ახლა სულ სხვა ამბავი გვაქვს თქვენთვის — არგენტინელმა სუპერ ვარსკვლავმა საკუთარი სუნამო გამოუშვა. Messi Eau de Parfum-ს 100-მილიგრამიანი შეფუთვით გვაცნობენ და მისი ფასი 76 დოლარია. შექმნილია იმისთვის, რომ მესის, როგორც მსოფლიო ჩემპიონის, თავდადებული მამისა და თანამედროვე ჯენტლმენის პიროვნება განასახიეროს…
სუნამოს სურნელი ერთდროულად გრილი და თბილია, რაც ფეხბურთის ვარსკვლავის მრავალგვარ ბუნებას ეხმიანება. უფრო კარგი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, რომ Messi Eau de Parfum ცენტრალური ამერიკის კარდამონს, ვაშლის ფოთლებსა და ევროპულ ველურ კვიპაროსს აერთიანებს. ეს ნოტები იმისთვისაა გაერთიანებული, რომ რაღაც დინამიკური შემოგვთავაზოს, რაღაც ისეთი, რასაც მესი თავად გვთავაზობს მოედანზე.
„ყოველთვის გატაცებული ვიყავი სუნამოებით და ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ხელწერის მქონე სუნამოს წარმოებით. ეს ნამდვილად უნიკალური და შთამაგონებელი სურნელია პერსონალიზებულ ბოთლში ყველა გულშემატკივრისთვის მსოფლიოს გარშემო“, — აცხადებს მესი.