კრის ჯენერს გარდაცვალების შემდეგ სამკაულად „გარდაქმნა" სურს - ნახეთ, ყველაზე უცნაური და უჩვეულო სურვილები, რომლებიც ვარსკვლავებმა თავიანთ ანდერძში ჩაწერეს

 ვარსკვლავები

ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად, წინასწარ გაწერილ ანდერძში ერთი შეხედვით უჩვეულო და საკმაოდ უცნაური მოთხოვნების შესახებ წერენ. საუბრობენ იმაზეც, თუ რისი შესრულება უნდათ, იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. 
 
მათ შორისაა ქლოი კარდაშიანიც. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რეალითი შოუს ვარსკვლავმა ოჯახის წევრებს სთხოვა, რომ თუ ოდესმე კომაში ჩავარდება - მანიკიურის სპეციალისტი ყოველკვირა მიუყვანონ და ფრჩხილები მოუწესრიგონ. როგორც ის ამბობს, სურს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში კარგად გამოიყურებოდეს. 
 
ამ მხრივ გამონაკლისი არც კრის ჯენერია, რომელსაც უნდა გარდაცვალების შემდეგ, არც მეტი, არც ნაკლები სამკაულად იქცეს. უფრო ზუსტად კი, კრისს სურს - ის დაწვან, მისი ფერფლი კი სამკაულების დასამზადებლად გამოიყენონ. ჯენერის თქმით, ასეთ შემთხვევაში, მისი საყვარელი ადამიანები შეძლებენ ის სულ თან ატარონ. 
 
ოპრა უინფრიმ კი საკუთარ ოთხფეხა მეგობრებზე სიცოცხლეშივე იზრუნა. ტელევარსკვლავმა ძაღლებისთვის სპეციალური ფონდი შექმნა, სადაც 30 მილიონი დოლარი გადარიცხა. ანდერძის თანახმად,  თუ ოპრა მათზე ადრე გარდაიცვლება, მისი ოთხფება მეგობრები უზრუნველად იცხოვრებენ. 
 
უინფრის მსგავსად, ცხოველები არც კარლ ლაგერფელდს დავიწყებია. გერმანელ დიზაინერს ყველაზე მეტად თავისი კატა, სახელად შუპეტი უყვარდა. ამიტომ, მას ანდერძით 200 მილიონი დოლარი დაუტოვა. შუპეტი იმდენად პოპულარულია, რომ მას ყველაზეზ პრესტიჟულ ღონისძიებებზეც კი იწვევენ.... 
 
ელისაბედ ტეილორის ანდერძში კი საზოგადოების ყურადღება ერთმა უცნაურმა მოთხოვნან მიიპყრო. მსახიობი წერდა, რომ სურდა უკანასკნელს გზაზე დაგეგმილზე 15 წუთით გვიან გაეცილებინათ. საქმე ისაა, რომ  მთელი ცხოვრების მანძილზე ვარსკვლავი ყველგან აგვიანებდა - ბოლოს კი ეს თვისება მის სავიზიტო ბარათად იქცა. სწორედ ამიტომ, ტეილორს ბოლომდე ასეთად დარჩენა სურდა.
 
ფრენკ სინატრა თავის ანდერძში წერდა, რომ სურდა გარდაცვალების შემდეგ სასახლეში - ჯეკ დენიელსის ბოთლ  სანთებელა, და სიგარეტი ჩაედოთ. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავის ეს სურვილი ნამდვილად შესრულდა...
 
ჯენის ჯოპლინმა წინასწარ 2 500 დოლარი გამოყო, რათა მისი გარდაცვალების შემდეგ, მეგობრებს წვეულება მოეწყოთ და კარგი დრო გაეტარებინათ. მომღერალს სურდა, რომ მისი წასვლის შემდეგ, ახლობელ ადამიანებს ბევრი არ ედარდათ... 

ასევე ნახეთ:

„უფალო... მომეცი ძალა, სუსტი ვიყო, საკუთარ თავს ასე უფრო იოლად ვზიდავ... - გიორგი კეკელიძე

VIDEO: „მყავს ჩემი გულისსწორი და იმის ერთგული ვარ მუდამ“ - ვაჩე ღვინიაშვილი

„ვიტყოდი უმაკიაჟოდ მახინჯი ვარ-მეთქი, მაგრამ ასე არ ვფიქრობ…” - რა კადრებს აქვეყნებს სალომე უშხვანი