კაცმა, რომელიც 43 წელი ლატარიას განუწყვეტლივ თამაშობდა, ცოტა ხნის წინ 100 000 დოლარი მოიგო

ლატარია

კანადაში მცხოვრებმა მამაკაცმა, რომელიც 43 წლის განმავლობაში ლატარიას განუწყვეტლივ თამაშობდა, ცოტა ხნის წინ 100 000 დოლარი მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ჯონ ჰარისმა ლატარიის ბილეთი პირველად 1980 წელს შეიძინა. მას შემდეგ ის ლატარიას განუწყვეტლივ თამაშობდა, თუმცა უშედეგოდ. ჯონის წარუმატებლობის შეწუხებული ოჯახის წევრები ხშირად ურჩევდნენ, რომ ლატარიის ბილეთები აღარ შეეძინა. მაგრამ ჯონი არ ნებდებოდა. მონდომებამ შედეგი ნამდვილად გამოიღო. 

სულ ცოტა ხნის წინ, მან საკუთარ დაბადების დღე ლატარიაში 100 000 დოლარი მოიგო.