1750017082
კაცი, რომელმაც კარიბის ზღვაში 24 დღე გაატარა, აცხადებს, რომ ნიორის ფხვნილისა და კეტჩუპის ჭამით გადარჩა

კაცი, რომელმაც კარიბის ზღვაში 24 დღე გაატარა, აცხადებს, რომ კეტჩუპის ჯემის ჭამით გადარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 47 წლის ელვის ფრანსუა კოლუმბიის საზღვაო ფლოტმა მას შემდეგ გადაარჩინა, რაც ზღვაში 24 დღე მარტომ გაატარა.
კაცი კუნძულ სან მარტინზე საკუთარ ნავს არემონტებდა, როდესაც ტალღებმა მოულოდნელად ღია ზღვაში შეითრია. ნავიგაციის ცუდი უნარების გამო ელვისი ნაპირზე დაბრუნებას ვერ ახერხებდა.
მამაკაცის თქმით, სიკვდილს კეტჩუპის, ნიორის ფხვნილისა და ბულიონის კუბიკების ჭამით გადაურჩა.