კადრები ნატო დუმბაძის შვილის ქორწილიდან და მომღერლის ემოციური მიმართვა

ნატო მეტონიძე

პროდიუსერ ნატო დუმბაძის ქალიშვილი და მომღერალ მედეა მირიანაშვილის ვაჟი ახლახან დაქორწინდნენ. მათი ბედნიერება ოჯახებმა და მათმა დიდმა სამეგობრომ გაიზიარეს.

ნატო დუმბაძე ქორწილში გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს და ყველას, ვინც მათი სიხარული გაიზიარა, დიდ მადლობას უხდის:

„ყველაზე სწრაფი გავრცელების ვირუსი სამყაროში არის ვირუსი, რომელსაც ჰქვია ბედნიერება, არ არსებობს, იყო ბედნიერი, თუ სხვასაც არ გადადებ და არ გააბედნიერებ !

იკამ და ლიზიმ ამ საოცარ დღეს ეს შეძლეს და დაგვავირუსეს!

მადლობა მათ ამისთვის!!

მადლობა ჩემს უფროს შვილს სოფოს და ჯეჯი გომელაურს, რომლებმაც საოცარი ორგანიზება გაუწიეს ამ ულამაზეს ღონისძიებას!

მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობრებს სტეფანეს, თემურს, მაიას,ეკას, დათოს, მანანას, ნინოს, აჩიკოს, საღამოს გალამაზებისთვის…

მიყვარხართ მე თქვენ ძალიან!

მადლობა სასტუმრო „რუმსის“ თითოეულ პერსონალს და მენეჯერ ელენეს, რომელმაც ასევე საოცარი პროფესიონალიზმით მიიღო და გააცილა ამდენი სტუმარი! მიუხედავად გადაღლისა, მის სახეს ღიმილი არ მოშორებია!

უღრმესი მადლობა თქვენ ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო,უცნობებო, უფალმა დაგილოცოთ შვილები! მადლობა თქვენ, ჩვენი შვილების ბედნიერებამ რომ გაგახარათ!

მუდამ გახარებულები იყავით!..

ბედნიერება გადამდებია და ამ სივრცეშიც და ყველგან მხოლოდ ამ ვირუსით გამეგოს რომ დავაადებულიყავით !

გთხოვთ მაპატიოთ, რომ პერსონალურად ვერ გადაგიხადეთ მადლობა!.. თქვენი ნატო“,-წერს მომღერალი.