„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
ჯიმ ქერი საკუთარ საცხოვრებელ სახლს ყიდის - სახლი კალიფორნიაში მდებარეობს და მისი საწყისი ღირებულება 29 მილიონი დოლარია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მსახიობის უძრავი ქონება სოტბის აუქციონზე გავა გასაყიდად. საზოგადოების ყურადღება სააუქციონო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა მიიქცია, რომელიც დეტალურად გვაცნობს ჯიმ ქერის სახლს. ორ ჰექტარზე განთავსებული სივრცე ძირითადად ქერის ნახატებითაა გაფორმებული. ცნობისთვის, ის, სამსახიობო კარიერის გარდა, აქტიურადაა დაკავებული მხატვრობითა და მოქანდაკეობით, ხშირად მართავს გამოფენებს აშშ-სა და კანადის გალერეებში.
სახლი 1950-იან წლებშია აშენებული, მსახიობი კი თითქმის 30 წელია მასში ცხოვრობს. ახალ მფლობელს ნახატები, რა თქმა უნდა, არ გადაეცემა, თუმცა ჯიმ ქერი ადგილზე ტოვებს სახლის კინოთეატრს სრული აღჭურვილობით. მსახიობის განმარტებით, ის ვეღარ ახერხებს დიდი დროის სახლში გატარებას და სურვილი აქვს, რომ ახლა სხვამ ისიამოვნოს მასში ცხოვრებით.


