ჯგუფის Fleetwood Mac სოლისტი კრისტინ მაკვი გარდაიცვალა

კრისტი მაკვი

ბრიტანულ-ამერიკული ჯგუფის Fleetwood Mac სოლისტი კრისტი მაკვი79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, განცხადება მუსიკოსის სიკვდილის შესახებ მისმა ოჯახმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.

„ის მშვიდად გარდაიცვალა საავადმყოფოში დღეს დილით, 2022 წლის 30 ნოემბერს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ“, - დაწერეს მომღერლის ნათესავებმა.

Fleetwood Mac-ი ლონდონში, 1967 წელს შეიქმნა. ჯგუფის პოპულარობის პიკი 1970-1980-იან წლებში იყო. მაკვი ბენდის თაყვანისმცემელი იყო და 1960-იან წლებში ის ჯგუფის ბას-გიტაისტს, ჯონ მაკვის გაჰყვა ცოლად, შემდეგ კი ჯგუფის წევრი თავად გახდა.

კრისტინ მაკვი Fleetwood Mac-ის ისეთი სიმღერების ავტორია, როგორებიცაა Little Lies, Donʼt Stop, Say You Love Me და Songbird. 1998 წელს ის ჯგუფიდან წავიდა, მაგრამ 2014 წელს დაბრუნდა.