რა უნდა ატაროთ საფულეში ფულის მოსაზიდად - 5 ჯადოსნური ნივთი
1784479500
პოლიციის ინფორმაციით, ჯერემი რენერი საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობებით ნათესავის გადარჩენის მცდელობისას მოხვდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
პოლიციის დასკვნის მიხედვით, 52 წლის მსახიობი, რომელსაც თოვლის საწმენდმა მანქანამ გადაუარა და 30-ზე მეტი ძვალი აქვს მოტეხილი, მაშინ დაშავდა, როცა თოვლში ჩაფლული მანქანიდან ნათესავის გამოყვანას ცდილობდა.
მსახიობმა დაგორებული თოვლის საწმენდის შეჩერება სცადა, რომელიც მის ნათესავს ეჯახებოდა, თუმცა მანქანამ გადაუარა და საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობით მოხვდა. რენერის მდგომარეობა რამდენიმე დღის განმავლობაში კრიტიკული იყო. ის ახლა პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას გადის.