ჯენიფერ ლოპესმა სასტუმროს თანამშრომლის გათავისუფლება მოითხოვა, რადგან ქალმა ავტოგრაფი სთხოვა

ჯეილო

ჰოლივუდის ვარსკვლავებთან შეხვედრაზე მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანი ოცნებებოს. ყველას აინტერესებს თუ როგორები არიან  რეალურად ის ეკრანული სახეები, რომელთა ცხოვრებასაც თვალს ყოველდღიურად მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს. 
 
აღმოჩნდა, რომ წითელ ხალიჩაზე მუდამ მოღიმარი, თავაზიანი და თბილად განწყობილი ცნობილები კამერების მიღმა სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. 

ჯენიფერ ლოპესი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და განხილვადი ჰოლივუდის ვარსკვლავია. ის უყვართ, ჰბაძავენ და აინტერესებთ ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ წითელ ხალიჩაზე ხშირად მოღიმარი და გულშემატკივრების მიმართ თავაზიანად  განწყობილი ჯეილოს მიღმა - საკმაოდ რთული ხასიათის ადამიანი იმალება. 
 
საერთაშორისო მედიის ცნობით,  ჯენიფერ ლოპესმა სასტუმრო „მელია დიუსელდორფის“ მომსახურე პერსონალის პერსონალის წევრის, ფრეი დოდაჯის  სამსახურიდან განთავისუფლება მხოლოდ იმიტომ მოითხოვა, რომ მან მომღერალს ავტოგრაფის მიცემა სთხოვა.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  ფრეი დოდაჯის თქმით, როდესაც გაიგო რომ ჯეილო მათ სასტუმროში ისვენებდა, მასთან ავტოგრაფის სათხოვნელად მივიდა, რისი საშუალებაც დაცვამ არ მისცა.  „მეორე დღეს ლოპესი სასტუმროს უფროსთან მივიდა და უთხრა თითქოს ძალიან შევაწუხე და მენეჯმენტს ჩემი განთავისუფლება მოსთხოვა. მაშინ, როდესაც მე ის თვალითაც არ მინახავს“, -  განუცხადა ფრედი დოდაჯმა გამოცემა „ბილდს“.  თავად ჯეილომ ეს ინფორმაცია უარყო: „მე ამას არასდროს გავაკეთებდი. ასე მიცნობთ?!“ - დაწერა ლოპესმა  ტვიტერზე.  აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჯენიფერ ლოპესი უხეშ მოპყრობაში დაადანაშაულეს. მასთან მომუშავე ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჯეილო მათ ცუდად ექცევა და ზეგანაკვეთურად ამუშავებს.