იტალიელმა მონაზონმა, რომელმაც The Voice მოიგო, ეკლესია დატოვა და მიმტანი გახდა

მონაზონი

იტალიელმა მონაზონმა, რომელმაც The Voice მოიგო, ეკლესია დატოვა და მიმტანი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

იტალიელი მონაზონი , კრისტინა სკუჩა საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან მუსიკალურ პროექტში The Voice-ში ალიშა კისის No One-ის  შესრულებით, ჟიურის ოთხივე წევრის შემოტრიალება შეძლო. 

რისტინამ The Voice მოიგო და მონაზვნობის მიუხედავად, წარმატებული მომღერლის კარიერაც დაიწყო - ალბომი ჩაწერა და ის, მოგვიანებით, პაპ ფრანცისკესაც გადასცა.

ამ ყველაფრიდან 8 წლის შემდეგ კი სკუჩა ტელეეკრანებზე სულ სხვაგვარი იმიჯით გამოჩნდა და განაცხადა, რომ ეკლესია დატოვა. ახლა უკვე 34 წლის კრისტინას თქმით, იგი ამჟამად ესპანეთში მუშაობს მიმტანად.

„მიმაჩნია, რომ საკუთარი გულის ხმას უნდა მოუსმინო."ცვლილება განვითარების ნიშანია. თუმცა, ის ყოველთვის გვიძნელდება, რადგან უფრო მარტივია, ფეხი აღარ მოიცვალო ერთი ადგილიდან, ვიდრე კითხვები დასვა",- ამბობს ის. 

სკუჩა ჰყვება, რომ მონაზვნობის დატოვების გადაწყვეტილების მიღებაში ფსიქოლოგი დაეხმარა. თუმცა, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რწმენის და მუსიკისკენ მისწრაფების შეცვლას არ გულისხმობს.

მთავარი სიახლეები