1763237570
It Ends With Us-ის მიხედვით გადაღებულ ფილმში ბლეიკ ლაივლი ითამაშებს
კოლინ ჰუვერის ბესტსელერი რომანის, It Ends With Us-ის მიხედვით გადაღებულ ფილმში ბლეიკ ლაივლი ითამაშებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, წიგნის ეკრანულ ადაპტაციაზე Sony Pictures ზრუნავს.
ჰუვერი ამჟამად ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერალია აშშ-ში - წინა წლის ტოპ 10 ბესტსელერიდან 5 სწორედ მას ეკუთვნოდა; ხოლო ყველაფერი მთავრდება ჩვენით New York Times-ის ბესტსელერების სიას 90 კვირის განმავლობაში არ ტოვებდა. ჰუვერი ფილმის გადაღების პროცესშიც აქტიურადაა ჩართული და მას ხშირად მიმართავენ რჩევებისთვის.











