„ჰიგიენური საშუალებები ფუფუნება არ არის“ - თურქი ქალების პროტესტი იზმირში

ქალები

თურქეთში, ორგანიზაცია „კამპუსის ჯადოქრების“ წევრები თვეების განმავლობაში აპროტესტებდნენ ჰიგიენური საშუალებების გაძვირებას, რომლებიც მათი თქმით უფასო უნდა იყოს.

მათი ბევრი თანამემამულისთვის მენსტრუაციის თემა ტაბუირებული რჩება.

იანვრის შუა რიცხვებში, თურქეთის საპორტო ქალაქ იზმირში 20-მდე სტუდენტმა საგადასახადო სამსახურის წინ აქცია გამართა. 

მათ ხელში წითელი საღებავით დასვრილი ქალის დიდი საცვლები ეჭირათ.

ისინი სკანდირებდნენ:

„ჩვენ ჰიგიენის საშუალებებს ვეღარ ვყიდულობთ“

აქციის მონაწილეები ჰიგიენური საშუალებების გაძვირებას და ამ პროდუქტებზე 18%-იანი გადასახადის გაუქმებას მოითხოვდნენ.

მათი თქმით, ვინაიდან მენსტრუაცია ბუნებრივი მოვლენაა, სანიტარიული პროდუქტები ფუფუნება კი არა, აუცილებელია.