გერმანიაში გაიხსნება ტაძარი, სადაც დაღუპულ შინაურ ცხოველებთან დამშვიდობება იქნება შესაძლებელი

ძაღლი

გერმანიაში, ქალაქ ალბშტადტში, ყოფილი პროტესტანტული ეკლესიის შენობაში გაიხსნება ტაძარი, რომელშიც მსურველები დაღუპულ შინაურ ცხოველებთან დამშვიდობებას შეძლებენ.

იდეის ავტორი კომპანია Schönhalde Tierbretung-ია, რომლის სპეციალიზაციაც ცხოველებისთვის რიტუალური მომსახურებაა.

ამ ეტაპზე შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დასრულდება. ტაძრის გახსნის შემდეგ, იქ სამგლოვიარო ცერემონიის ჩატარებას ძაღლების, კატების, ზაზუნების, თუთიყუშების, ღორების, ვირთხებისა და რეპტილიების პატრონები შეძლებენ.
 

ასევე ნახეთ:

„სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება... დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი!“ - ნესტან ნენე კვინიკაძე

VIDEO: „დედაჩემი იყო მთავარი მხსნელი” - გურამ შეროზიას ემოციური ინტერვიუ დედაზე