„ერთი Like-ით შეიძლება გაიხსნას ღალატის ისტორია...“ - რას ჰყვება სტილისტი ლანო წურწუმია

ლანო

სატელევიზიო გადაცემა „პრაიმშოუს“ გასული ეპიზოდის თემა ღალატი იყო.

ითვლება თუ არა ღალატად სოციალურ ქსელში Like და Follow და არის თუ არა ფლირტი ღალატის სახე – ამ საკითხებზე გადაცემაში სტუმრად მყოფმა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელმა ცნობადმა სახეებმა ისაუბრეს.

„Like და Follow არ არის ღალატი, მაგრამ თუ გაგრძელდა ურთიერთობა ეს არის წინაპირობა. თუ ურთიერთობაში ვარ ამას არ ავყვები, რადგან ჩემს პარტნიორს თუ გაუჩნდება ოდნავ მაინც ფიქრი, რომ შეიძლება ვიღაცა მოეწონა, ვთვლი, რომ ამოვწურეთ ერთმანეთი. ერთი Like-ით შეიძლება გაიხსნას ღალატის ისტორია...“, - ამბობს სტილისტი ლანო წურწუმია.