ელტონ ჯონი ბრიტანეთში უკანასკნელ კონცერტს Glastonbury-ს ფესტივალზე გამართავს

ელტონ ჯონი

სერ ელტონ ჯონი 2023 წლის გლასტონბერის ფესტივალის ჰედლაინერი იქნება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს მუსიკოსის გამოსამშვიდობებელი ტურნეს ფარგლებში მისი ბოლო კონცერტი იქნება დიდ ბრიტანეთში. შოუ 25 ივნისს გაიმართება.

„ჩემს ბრიტანელ თაყვანისმცემლებთან დასამშვიდობებლად უფრო შესაფერისი გზა არ არსებობს. მოუთმენლად ველი, მსოფლიოში საუკეთესო ფესტივალის სულთან შეხებას. ეს საოცრად ემოციური იქნება“, - აღნიშნულია მუსიკოსის განცხადებაში.

ჯონმა გამოსამშვიდობებელი ტურნე ჯერ კიდევ 5 წლის წინ დააანონსა. 350 შოუსგან შემდგარი ტურნე 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო მუსიკოსს კონცერტების ნაწილის გადადება მოუწია.