,,მინდა მოგმართოთ ყველას...ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ - თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
1762584569
დისნეიმ Toy Story-ის მე-5 ნაწილი დააანონსა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მისი თქმით, დამატებით ინფორმაციას მალე გაუზიარებენ საზოგადოებას.
ანიმაციური ფილმის პირველი ნაწილი ეკრანზე 1995 წელს გამოვიდა და მალევე გახდა პოპულარული, საერთო ჯამში კი უკვე მისი ოთხი ნაწილია გამოსული, რომელმაც მილიარდზე მეტი მოგება მოიტანა.
ანიმაციური ფილმის მეოთხე ნაწილის საოცარი წარმატების შემდეგ, რომლის შემოსავალი $1,7 მილიარდია, გასაკვირი არაა, დისნეიმ მე-5 ნაწილის გადაღებაც რომ გადაწყვიტა, რითაც მულტფილმის ფანებიც გაახარა.