დემი მურმა პირველი „ოქროს გლობუსი“ აიღო

AP Photo/Chris Pizzello

62 წლის ამერიკელმა მსახიობმა, დემი მურმა მიიღო თავისი პირველი „ოქროს გლობუსი“ კატეგორიაში „საუკეთესო ქალის როლი მიუზიკლში ან კომედიაში“ მთავარი როლისთვის ფილმი „სუბსტანცია“, - იუწყება Forbes.

„45 წელზე მეტია, რაც მე ამ საქმით ვარ დაკავებული და პირველად ავიღე ჯილდო, როგორც მსახიობმა. 30 წლის წინ პროდიუსერმა მითხრა, რომ მე „პოპკორნის ჟანრის“ მსახიობი ვარ და მას შემდეგ მე ვთვლიდი, რომ ჯილდოები ჩემთვის არ იყო განკუთვნილი, რომ მე შემეძლო მეთამაშა წარმატებულ ფილმებში, მეშოვა ბევრი ფული, თუმცა ვერ მივიღებდი აღიარებას. მე დავიჯერე ეს. საბოლოო ჯამში, ამან მე დამანგრია და რამდენიმე წლის წინ მე გადავწყვიტე, რომ, შესაძლოა, ეს იყო ყველაფერი რისი გაკეთებაც შემეძლო“, - განაცხადა დემი მურმა სიტყვით გამოსვლისას.

ბევერლი ჰილზში გამართულ ამერიკული კინოპრემიის „ოქროს გლობუსის“ 82-ე დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

„ოქროს გლობუსებს“ 1944 წლიდან გადასცემენ. ჯილდო მიიჩნევა მეორე მნიშვნელოვან კინოპრემიად აშშ-ში „ოსკარის“ შემდეგ.