დაათვალიერეთ სახლი, რომელიც 51 მილიონი დოლარი ღირს - ის ტომ ფორდმა პალმ ბიჩში შეიძინა

ტომ ფორდი

დიზაინერმა ტომ ფორდმა პალმ ბიჩში $51 მილიონიანი სახლი შეიძინა. ფორდმა სახლი რობ ჰეივერთისგან, Motive Partners-ის დამფუძნებლისგან შეიძინა, რომელმაც აღნიშნული აპარტამენტი თავად 2021 წელს $35.75 მილიონ დოლარად იყიდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამიცემის ცნობით, სახლი პალმ ბიჩის სანაპიროზე, 1920-იან წლებში პოპულარული კურორტის ბრეიქერსის მიდამოებში მდებარეობს. სრული ტერიტორია თითქმის 1000 კვ. კმ-ს მოიცავს, რომელშიც შედის საცურაო აუზი, უზარმაზარი ბაღები და სახურავზე განთავსებული მზის ენერგო-პანელები.

სახლის არქიტექტორი ცნობილი დენიელ კაჰანია, რომელიც Smith and Moore Architects-ში მოღვაწეობს და აღნიშნული სახლის დაპროექტებისთვის მან 2019 წელს Preservation Foundation-ის ჯილდო მოიგო.