ჩვენც შეგვიძლია, ჭკვიანები ვიყოთ - ჯენა ორტეგას სურს, Gen Z შოუებში უკეთ წარმოაჩინონ

ჯენა ორტეგა

ჯენა ორტეგამ ახლახან მიცემულ ინტერვიუში იმ სტერეოტიპების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც Gen Z-ს შესახებ სერიალებში ხშირად ვაწყდებით. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„ყოველთვის უხეში მოზარდი ვარ, ან ისეთი, რომელიც ბილწსიტყვაობს და ნაკლებად ინტელექტუალია, რაც არ მგონია, სიმართლე იყოს", - განაცხადა ჯენა ორტეგამ.

როგორც მსახიობმა აღნიშნა, მის ასაკთან შედარებით „ცოტა უფრო ახალგაზრდად" გამოიყურება, ამიტომ თითქმის ყველა შოუში მოზარდს განასახიერებს.

„ხანდახან ჩვენც შეგვიძლია, ჭკვიანები ვიყოთ", - დასძინა ორტეგამ, რომელსაც სურს, რომ სერიალებში მისი თაობის ადამიანები უკეთ წარმოაჩინონ.

შეგახსენებთ, რომ ჯენა ორტეგას განსაკუთრებული პოპულარობა თინეიჯერი უენსიდეი ადამსის როლმა მოუტანა. სერიალი, სახელად Wednesday, ცნობილი ოჯახის ერთ-ერთი წევრის, უენსდეი ადამსის, ამბავს მოგვითხრობს. სერიალის სიუჟეტის მიხედვით, მორტიშა და გომეს ადამსების შვილი ნევერმორის აკადემიაში ხვდება, სადაც იგი ზებუნებრივი უნარების დაუფლებასა და თავისი ოჯახის წარსულთან დაკავშირებული მკვლელობის შემთხვევის გამოძიებას ცდილობს.

Wednesday-ის მეორე სეზონში ჯენა ორტეგას ისევ ვიხილავთ, თუმცა პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

✕