"ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტები, როდესაც ვირჩევდი, საჭმელი მეყიდა, თუ - ღვინო. ბევრმა იმიტომ დამკარგა, რომ დალევა შევწყვიტე" - დემნა გვასალია

demna gvasalia

ფეისბუქ გვერდი - "დემნა დეილი" ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ინტერვიუდან ამონარიდს აქვეყნებს. დემნას, პასუხების გაცემა, გულშემტკივრებისთვის საინტერესო კითხვებზე მოუწია.

რენატა ლიტვინოვა: ფრანგული ჩემთვის მეორე ენაა და კარგად მაინც ვერ ვლაპარაკობ. მე ძალიან მიკვირს, 6 ენა როგორ ისწავლე?

დემნა: მე საერთაშორისო აუდიტორია მყავს, თუ მათ ენაზე არ ვილაპარაკებ, კომუნიკაციაში ვერ შევალ. რომ არ დამჭირვებოდა, შეიძლება, არც მე მომენდომებინა.

რენატა: დემნა, არ გეშინია, რომ ხალხი გადაგიყვარებს?

დემნა: არა, მე შვეიცარიაში ვცხოვრობ, ნეიტრალურ ზონაში, ემოციების მხრივაც კი.

რენატა: მარტო დარჩენა არ გაშინებს, ან ძვირფასი ადამიანის დაკარგვა?

დემნა: ცხოვრება ასეთია. მე ბევრი ადამიანი დავკარგე. სხვათა შორის, ბევრმა მხოლოდ იმიტომ დამკარგა, რომ დალევა შევწყვიტე. ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტები, როდესაც ვირჩევდი, საჭმელი მეყიდა, თუ ღვინო. დროდადრო ემოციების კონტროლი ვისწავლე. ალკოჰოლის გარეშე ამას უკეთ ვაკეთებ. ახლა ძალიან ფოკუსირებული ვარ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ბერა შვილთან ერთად გადაღებულ უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს

"მათი ხმები ძალიან მოუხდა ამ სიმღერას“ - გიგი დედალამაზიშვილის და მაყვალა ჩიხლაძის შესრულებას დიდი აღფრთოვანება მოჰყვა

ლოლა წერეთელი გია სურამელაშვილმა გაანაწყენა - რა მოხდა ორ მომღერალს შორის