BBC კანიე უესტზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

კანიე

ტელეკომპანია BBC-მ ამერიკელ რეპერ კანიე უესტზე დოკუმენტური ფილმის წარმოება შეუკვეთა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, სურათის სამუშაო სახელწოდებაა „უნდა ვილაპარაკოთ კანიეზე“. პროექტის ხელმძღვანელი გამომძიებელი მობინ ანჟარი იქნება. ფილმის მოქმედება კანიეს საარჩევნო კამპანიის ფონზე განვითარდება, რომელიც 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას. შოუს ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რეპერის სკანდალური ქცევა და ამის შედეგები. ამასთან, რეჟისორი შეეცდება განმარტოს, როგორ გახდა უესტი „თაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული არტისტი“.

ფილმის პრემიერის თარიღი მალე გახდება ცნობილი.

✕