Balmain-ის მამაკაცის ახალი კოლექციის ჩვენებაზე მონაწილე მოდელებს შორის, ნაომი კემპბელი ერთადერთი ქალი იყო - ნახეთ ვიდეო

ნაომი

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, Balmain-ის მამაკაცის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომლის მთავარი ვარსკვლავი შოუში მონაწილე მოდელებს შორის ერთადერთი ქალი - ნაომი კემპბელი იყო.

ამჯერად, ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, ოლივიე რუსტეინგმა შექმნა ძალიან ნათელი კოლექცია, რომელშიც წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ფერები, ტექსტურები და სილუეტები. დიზაინერი დიდწილად ადამიანის სახით იყო შთაგონებული – მაგალითად, ზოგიერთ პროდუქტს ტუჩების ან თვალების პრინტები ამშვენებდა, მოდელების სახეებზე კი არაჩვეულებრივი აქსესუარები იქცევდა ყურადღებას. 

 

 

ნაომი კემპბელი, რომელმაც შოუ დახურა, პოდიუმზე ოქროს სამკაულებით გამოვიდა, რომელიც ვიზუალურად ყოფდა მის სახეს შუაზე. მას ეცვა კრემისფერი ბლუზა დაბალ დეკოლტესთან ერთად, შავი მაღალწელიანი შარვალი, შავი ჩექმები და მოცულობითი ღია ყავისფერი პალტო. ასევე, მისი იმიჯის მნიშვნელოვანი დეტალი იყო ქამარზე მიმაგრებული ხელოვნური ხელები, რომელსაც ლითონის თაიგული ეჭირა.

ასევე ნახეთ:

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

ნახეთ, სად და როდის იზღუდება მოძრაობა - დეტალურად