Balenciaga-ს მომდევნო ჩვენების გამართვის თარიღი ცნობილია

დემნა

საერთაშორისო სკანდალის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ Balenciaga ახალი კოლექციის ჩვენებას 5 მარტს გამართავს. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, Balenciaga-მ საყოფაცხოვრებო ნივთების ხაზის რეკლამა გამოაქვეყნა, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვები მონაწილეობდნენ. რამდენიმე ფოტოზე, ბავშვებთან ერთად, აღბეჭდილი იყო ე.წ. teddy bear-ის ფორმის ჩანთები, რომლებიც ტყავის, BDSM ელემენტებით არის გაფორმებული. კამპანიის ფოტოგრაფი გაბრიელ გალიმბერტი გახლდათ. გაბრიელი National Geographic-ის ფოტოგრაფია და თავისი ერთ-ერთი პროექტის, „სათამაშოების ისტორიების“ ფარგლებში, ბავშვებს თავიანთი საყვარელი სათამაშოებით გარშემორტყმულებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იღებს. Balenciaga-ს კამპანიაც ამ კონცეფციას ეფუძნებოდა. თუმცა სკანდალი არა კონცეფციამ, არამედ ფოტოებზე ბავშვებთან ერთად აღბეჭდილმა შეუსაბამო პროდუქტებმა გამოიწვია. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Dedicated to Balenciaga by Demna (@demnagram)