ათასწლეულით დათარიღებული ებრაული ბიბლია შესაძლოა აუქციონზე $50 მილიონად გაიყიდოს

ბიბლი

ებრაული ბიბლია, რომელიც მსოფლიოში უძველესი, თითქმის დასრულებული ეგზემპლარია, ნიუ-იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე მაისში გამოჩნდება. სააუქციონო სახლის განცხადებით, მისი ფასი $30 მილიონიდან $50 მილიონამდე იქნება განსაზღვრული. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

Sotheby’s-მა ბიბლიას ერთ დროს მისი მფლობელის, კოლექციონერისა და ფილანთროპის, დევიდ სოლომონ სასუნის (1880-1942) დავალებით, „Codex Sassoon“-ი უწოდა. ბიბლიის გაყიდვის შემთხვევაში, ის გახდება ყველაზე ძვირად ღირებული ხელნაწერი ან წიგნი, რომელიც აუქციონზე ოდესმე გაყიდულა.

„Codex Sassoon“-ი, რომელსაც ინვესტორი ჯაკი საფრა ყიდის, მეცხრე-მეათე საუკუნეებით თარიღდება და ებრაული ბიბლიის 24-ვე წიგნს შეიცავს.

პერგამენტის 396 ქაღალდისგან შემდგარ წიგნზე დატანილია ნიშნებიც, რომლებზეც მათი ადრეული მფლობელებია მითითებული. მათ შორისაა ებრაული თემი მიკისინი, რომელიც დღევანდელ სირიაში სახლობდა. ამის შემდგომ, ბიბლიის ბედი გაურკვეველი იყო, სანამ 1929 წელს მას სასუნი შეიძენდა და კვლავ გამოჩნდა, როგორც გლობალურად აღიარებული არტეფაქტი.