1763237570
„არ გამოვრიცხაც, რომ იყოს ძალიან მაგარი ბოლო სეზონი, ან...“ - რას ამბობს ანა ტყებუჩავა ჩცდ-ზე
მას შემდეგ, რაც სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები შეჩერდა, მაყურებლის მხრიდან მუდმივად ისმის კითხვა, როდის გაგრძელდება ან გაგრძელდება თუ არა საერთოდ. ამჯერად, ამაზე მსახიობი ანა ტყებუჩავა საუბრობს.
„სერიალი დაპაუზებულია, რა თქმა უნდა, არ ეტაპზე არ ველოდები მის დაწყებას, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ იყოს თუნდაც ერთი და ძალიან მაგარი ბოლო სეზონი. ან შეიძლება იყოს ახალი სერიალი. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს…
ამ სერიალის გარეშე ყოფნის ზღვარი პანდემიის პერიოდში გადავლახე, როდესაც ექვსი თვის განმავლობაში აღარ გვქონდა გადაღებები, მაშინ უკვე გავაცნობიერე და შევეგუე, რომ ერთ დღესაც შეიძლებოდა, სერიალი აღარ გაგრძელებულიყო. მსახიობი ასეთ მოცემულობას შეგუებული უნდა იყოს…“ - ამბობს ანა ტყებუჩავა „სარკესთან“.











