„არ დამავიწყდება კულისებში როცა ვნერვიულობდი, ზურა მოვიდოდა, რაღაც სასაცილოს მომიყვებოდა, უცებ გამაცინებდა“ – ნინი შერმადინი

ზურა და ნინი

55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა.

ზურას გადარჩენას ექიმები რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ და იმედს არ კარგავდნენ.

ზურას გარდაცვალებას უამრავი ადამიანი ეხმაურება სოციალურ ქსელში და მასთან ერთად გატარებულ დროს იხსენებენ. მომღერალი ნინი შერმადინი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ზურა სცენაზე გასვლის წინ ნერვიულობის დაძლევაში ეხმარებოდა.

„დიდი ხანია ესე ძალიან არაფერი მწყენია… მშვიდობით ზურა, 18 წლის ვიყავი, 2006 წელს იუმორინას 22 კონცერტზე ვმღეროდი, მქონდა ბედნიერება შევხვედროდი ბატონ გივის, კახის, ზურას, გოგა პიპინაშვილს, მზია კვირიკაშვილს, ვახო ტატიშვილს, თემურ წიკლაურს… სცენაზე ვიდექი ბუმბერაზი ვარსკვლავების გვერდით.

ბატონი ჯემალი და გია ბაღაშვილების დღემდე უდიდესი მადლობელი ვარ, რომ გამოვცადე მეც ეს უდიდესი სიამოვნება… არ დამავიწყდება კულისებში როცა ვნერვიულობდი, ზურა მოვიდოდა, რაღაც სასაცილოს მომიყვებოდა, უცებ გამაცინებდა და მაშინვე ქრებოდა ღელვა… მადლობა ზურა… შეხვედრამდე…“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.