,,ამაზე ნაკლებ სახლში არ მაცხოვროთ, იცოდეთ" - რას წერს გურამ შეროზია

გურამ შეროზია

,,პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადარებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ პროექტში მოგებული მშენებარე ბინა მოინახულა.

,,მე და ჩემმა პრინცესამ - პრაიმ ჰაუსში მოგებული ჰაერი მოვინახულეთ, რომელიც ჰოი საოცრებავ, უკვე მესამე სართულამდე აშენებულა :)) ყოჩაღ ინნ დეველოპმენტი - ეჭვიც არ მეპარებოდა, იმდენად კარგი გაქვთ ბაკურიანი ინნ, გორი ინნ და ქუთაისი ინნ, რომ ამაზე ნაკლებ სახლში არ მაცხოვროთ იცოდეთ! გადავწყვიტე ეს იყოს პუპუს სახლი, როცა 18-ის გახდება - აქ გადაბრძანდება მარტო და დატკბება ცხოვრებით", - წერს გურამ შეროზია ,,ფეისბუქის" გვერდზე.

✕