1750017082
8 წლის უმდიდრესმა ინდოელმა გოგონამ მემკვიდრეობაზე უარი თქვა და მონაზვნად აღიკვეცა

8 წლის უმდიდრესმა ინდოელმა გოგონამ მემკვიდრეობაზე უარი თქვა და მონაზვნად აღიკვეცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 8 წლის დევანში უმდიდრესი ინდოელი ბრილიანტებით მოვაჭრის ქალიშვილია, რომელიც უბრალო თეთრ სარიში გამოწყობილი, ფეხშიშველი, კარდაკარ მოწყალების სათხოვნელად დადის.
გოგონას მშობლები „უკიდურესად რელიგიურები" არიან. ოჯახის ახლობლის თქმით, ბავშვი ყოველთვის "სულიერი ცხოვრებისკენ იყო მიდრეკილი", არასდროს უყურებდა ტელევიზორს, არ ყოფილა რესტორანსა და სავაჭრო ცენტრში.
დევანში ჯაინიზმის, ერთ-ერთი უძველესი რელიგიის მიმდევარია, რომელიც ინდოეთში იღებს სათავეს და 2500 წელზე მეტს ითვლის.