„4 თვის ვიყავი 9 კილო, 9 თვის - 17“ - ნოდიკო ტატიშვილი ბავშვობას იხსენებს

ნოდიკო ტატიშვილი

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ბავშვობას იხსენებს. ამბობს, რომ ცელქი და პუტკუნა იყო და უყვარდა სათამაშოების გაფუჭება.

„ფრიადებზე დავამთავრე სკოლა, ქიმიის მასწავლებელი მიყვარდა, მათემატიკის. მერვე კლასის შემდეგ ტექნიკურად ვეღარ განვვითარდით. მრავალუცნობიანი განტოლებები ჩემთვის იყო კოშმარი, საკონტროლოებს ვიწერდი და როცა რაღაცას ვიზეპირებდი, ამოცანებს მამაჩემი მიხსნიდა, თავს ვიკლავდი, რომ იმ დღეს გამოვეძახებინე მასწავლებელს. უნივერსიტეტში სტიპენდიაც მქონდა, მუსიკალურიც კარგად დავამთავრე. სახლში საზიზღარი ბავშვი ვიყავი, ყველაფერს ვლეწავდი და ვაფუჭებდი. 

ლაზერიანი თოფი მაჩუქეს და დავლეწე, მაინტერესებდა, ლაზერი საიდან ანათებდა. ცოტა ცელქი ბავშვი ვიყავი, მიყვარდა ჭურჭლის გამოლაგება. „ძროხა“ ბავშვი ვიყავი, 4 თვის ვიყავი 9 კილო და 9 თვის 17 კილო ვიყავი. არადა, 2.400 დავიბადე.“ - იხსენებს მომღერალი.