„30K-ს პირობა შესრულებულია...“ - ნინუცა ორჯონიკიძე მეტეო-სადგურიდან ვიდეოს გვიზიარებს

ნინუცა ორჯონიკიძე

ტელეწამყვანი და მოდელი, ნინუცა ორჯონიკიძე ამჯერად ბლოგერის ამპლუაში გვევლინება და „იუთუბის“ საკუთარი არხი შექმნა. ნინუცა საზოგადოებას საქართველოს სხვა და სხვა კუთხეს და ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებს აცნობს, და ჰყვება საინტერესო ამბებს.

იგი მოგზაურ, ნიკა ლებანიძესთან ერთად ამჯერად მეტეოზე ავიდა, საიდანაც საზოგადოებას ახალი ბლოგი გაუზიარა:

ცნობისთვის, ბეთლემის ქოხი (მეტსახელად მეტეო-სადგური) წარმოადგენს საბაზო ბანაკს მყინვარწვერზე ასვლის მსურველთათვის. ის მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მარშრუტზე, ზღვის დონიდან 3650 მეტრზე.