1791316484
30 წლის პორტუგალიელი ძაღლი, სახელად ბობი, გინესის რეკორდსმენი გახდა
30 წლის პორტუგალიელი ძაღლი, სახელად ბობი, გინესის რეკორდსმენი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 30 წლის ბობი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ძაღლის სტატუსის მფლობელია. ის 1992 წლის 11 მაისს დაიბადა და მთელი ცხოვრება პორტუგალიის ერთ-ერთ სოფელში, ლიონელ კოსტას ოჯახში ცხოვრობს.
BBC-ის ინფორმაციით, ბობი სუფთა ჯიშის პორტუგალიური მოდარაჯე ძაღლია (Rafeiro do Alentejo). ამ ჯიშის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 12-14 წელია.












