ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ზურიკო დავითაშვილი

საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში, ლიდერ „ანჟერთან“ გამარჯვების შემდეგ, „ბორდოს“ ქართველი ლეგიონერი, ზურიკო დავითაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

საქართველოს ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევი რჩეულთა შორის ლიგის ოფიციალურმა გვერდმა (Ligue2BKT) დაასახელა.

ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ საფრანგეთის ლიგა 2-ის ლიდერ „ანჟერთან“ ურთულესი მატჩის მოგებაში დაეხმარა (1:0) – 22 წლის ქართველმა შემტევმა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში 89 წუთის მანძილზე ითამაშა და 70-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა თავი მეორედ გამოიჩინა. ამ გამარჯვებით „ბორდო“ მე-13 ადგილზე დაწინაურდა.