ცნობილია, რამდენი ბილეთის ყიდვას შეძლებს ერთი ადამიანი საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრებად

ნაკრები

14 ოქტომბერს, საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ ადამიანს შეუძლია მხოლოდ 2 ბილეთის შეძენა.