ცნობილი გახდა, რა ოდენობის ხელფასს ითხოვს მბაპე „რეალისგან“

მბაპე

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს სურს მადრიდის „რეალში“ სეზონში 70 მილიონი ევრო გამოიმუშავოს, – ამის შესახებ იტყობინება გერმანული გამოცემა Bild.

წყაროს ცნობით, დღეისთვის მბაპესა და მადრიდულ კლუბს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფრანგი ფეხბურთელის ხელფასთან დაკავშირებით.

ასევე აღნიშნავენ, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობა არ არის მზად მბაპეს ეს თანხა გადაუხადოს – ესპანური კლუბო ფორვარდს წელიწადში 35 მილიონ ევროს სთავაზობს.