თორნიკე შენგელია ევროლიგის მერვე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელია, რომელიც „ბარსელონაში“ თამაშობს, ევროლიგის მერვე ტურის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს. ბელგრადის „პარტიზანის“ წინააღმდეგ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 30 წუთი ითამაშა, რა დროშიც 24 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 42 იყო, რაც ტურში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა. შენგელია ევროლიგის ტურის MVP კარიერაში მეცხრედ დაასახელეს.