თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს

თორნიკე ოქრიაშვილი

საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს. მისი ახალი კლუბი „ჩონბუქ ჰიუნდაი“ იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ სამხრეთკორეული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ოქრიაშვილის ბოლო კლუბი კვიპროსის „აპოელი“ იყო, რომლის ღირსებასაც ის ერთი წლის განმავლობაში იცავდა