თელ-ავივის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია

ვარლამ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 16-18 თებერვალს თელ-ავივში გასამართ გრანდ სლემზე იასპარეზებს. ჩვენი გუნდიდან ტურნირზე ექვსი სპორტსმენია დარეგისტრირებული.

საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა:

60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი

66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე

73კგ – მიხეილ ბახბახიშვილი

90კგ – ბექა ღვინიაშვილი

100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი

ცნობისთვის, 2022 წელს გამართულ თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ოქროს მედლის მფლობელები ილია სულამანიძე (100კგ) და მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი გახდნენ, ვერცხლის მედალს კი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) დაეუფლა.

✕