შეჭრა

სტადიონზე შევარდნის გამო მოსწავლეები „დაისჯებიან“ - დინამო თბილისმა sCool Card-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალა

2 მაისს დინამო არენაზე ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, დინამო თბილისმა, მოქმედი ჩემპიონი, დინამო ბათუმი მიიღო. შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა.

ცნობილია, რომ sCool Card-ის გამოყენებით სკოლის მოსწავლეები დინამო თბილისის ყველა საშინაო მატჩს უფასოდ ესწრებიან. გამონაკლისი არც დინამოების დაპირისპირება ყოფილა, თუმცა გაუთვალისწინებელი ინციდენტი მოხდა - მატჩის მიმდინარეობისას და დასასრულს, ბავშვები ხვიჩა კვარაცხელიას ნახვის სურვილით მოედანზე შეიჭრნენ.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, დინამო თბილისმა სიახლე გაავრცელა - სკოლის მოსწავლეები sCool Card-ით მატჩებს კვლავ უფასოდ დაესწრებიან, თუმცა შეხვედრას თვალს მხოლოდ კონკრეტული ლოკაციიდან - მეორე იარუსიდან მიადევნებენ, საიდანაც, მოედანზე შეჭრა წარმოუდგენელია.

მთავარი სიახლეები