„შავმა ლომმა“ საკუთარ სტადიონზე ესპანეთის „იბერიანსი“ დაამარცხა

შავი ლომი

„შავმა ლომმა“ საკუთარ სტადიონზე ესპანეთის „იბერიანსი“ 47-ით 21 დაამარცხა. მასპინძლების შემადგენლობაში თითო ლელო შალვა აფციაურმა, აკა ტაბუცაძემ, ლუკა ცირეკიძემ, ლუკა მატკავამ, ირაკლი ქვათაძემ და ლუკა ივანიშვილმა დადო.

სამი ტურის შემდეგ „შავი ლომი“ გათამაშების სატურნირო ცხრილში 15 ქულით ლიდერობს. რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფურ ეტაპს „შავი ლომი“ 12 ოქტომბერს, „ლუზი ტანუშთან“ თამაშით დაასრულებს.