ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე საქართველოს 20 და 23 წლამდე ასაკის ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს, საექიმო ჯგუფისა და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ მომავალ ასპარეზობებში გამარჯვებები უსურვა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ფედერაციას 2026 წელს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მოპოვებაც მიულოცა. ევროპის პირველობა ბათუმში გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 20 და 23-წლამდელ ძალოსანთა ნაკრებმა 38 მედალი მოიპოვა - ატაცის, აკვრისა და ორჭიდის ჯამში 6 ოქრო, 20 ვერცხლი და 12 ბრინჯაო. აღსანიშნავია, რომ როგორც 20-, ისე 23-წლამდელებს შორის საქართველომ გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების აღსანიშნავად ძალოსნებმა ხელი მოაწერეს ფინკას, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ სპორტის სამინისტროში საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის თანახმად ქართველი სპორტსმენები მნიშვნელოვან საერთაშორისო ასპარეზობებზე წარმატების მოპოვების შემდეგ საკუთარ სპორტულ ეკიპირებასა და ინვენტარს ავტოგრაფით გადასცემენ სპორტის მუზეუმს.