გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ კოკერილი დაინიშნა. ამის შესახებ რაგბის კავშირი იტყობინება.
„ბორჯღალოსნებსა და შავ ლომს ახალი მწვრთნელი ჰყავს. რიჩარდ კოკერილი წლების განმავლობაში იყო ფრანგული „ტულონის“, „მონპელიესა“ და შოტლანდიური „ედინბურგის“ მთავარი მწვრთნელი, ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი. მას უმუშავია როგორც ედი ჯონსთან, ასევე სტივ ბორსვიკთან.
მოთამაშის კარიერის განმავლობაში, კოკერილი იცავდა „ლესტერ ტაიგერსისა“ და „კლერმონის“ ღირსებას. ინგლისის ნაკრების მაისურით კი 27 თამაშში 3 ლელო აქვს დადებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.