საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ გუნდში კიდევ ერთი ლეგიონერი - კამარ ბოლდუინი ითამაშებს

კამარ ბოლდუინი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა. ინფორმაციას კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ამერიკელმა კამარ ბოლდუინმა საქართველოს მოქალაქეობა უკვე მიიღო და მზადაა, საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას. ახლა საბოლოო სიტყვა მთავარ მწვრთნელზე, ალეკსანდარ ჯიკიჩზეა, რომელსაც მომავალი სანაკრებო მატჩებისთვის ორ ამერიკელს შორის შეუძლია არჩევანის გაკეთება - კამარ ბოლდუინთან ერთად საქართველოს ნაკრებში თამაში ქართული პასპორტის მქონე ჯო ტომასონსაც შეუძლია, რომელმაც ნაკრების რიგებში უკვე ითამაშა.