ქართველი კარატისტი უტა ფონიავა ევროპის იუნიორთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

სპორტი

ქართველი კარატისტი უტა ფონიავა კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მიმდინარე ევროპის იუნიორთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!

61 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში პოლონელი მეტოქე დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.