პარიზის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია

ლაშა ბექაური

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 4-5 თებერვალს პარიზში გასამართ გრანდ სლემზე ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

თემურ ნოზაძე (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე – 66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი (+100 კგ.), მარიამ ციხელაშვილი (57 კგ.), ელისო სისაური (70 კგ.).

პარიზის გრანდ სლემზე 83 ქვეყნის 531 ძიუდოისტია დარეგისტრირებული. შარშანდელ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73კგ.) შეჯიბრის ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81კგ.) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60კგ.) და ვაჟა მარგველაშვილი (66კგ.) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

შეგახსენებთ, 2023 წლის პირველი ტურნირი 27-29 იანვარს პორტუგალიის ქალაქ ალმადაში გაიმართება, სადაც გრან პრიზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით იასპარეზებს.